სერია A-ს მე-6 ტურში "იუვენტუსმა" სტუმრად 4:1 დაამარცხა "სპეცია".
კორონავირუსისგან განკურნებული თავდამსხმელი რონალდო 56-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე, როდესაც ანგარიში 1:1 იყო და დუბლი შეასრულა. ალვარო მორატამ გოლი და საგოლე გადაცემა მიითვალა.
"იუვენტუსი" 12 ქულით ამ მომენტისთვის მეორე ადგილზეა და 8 ნოემბერს რომში "ლაციოს" დაუპირისპირდება.
ჩეზენა. "დინო მანუცი"
სპეცია - იუვენტუსი 1:4
გოლები: 0:1 მორატა (14), 1:1 პობეგა (32), 1:2 რონალდო (59), 1:3 რაბიო (67), 1:4 რონალდო (76, პენ)