საუკეთესო ბოლო 65 წელში! "მილანის" მორიგი გამარჯვება [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
გუშინ, 6 დეკემბერს, "მილანი" "სამპდორიას" ესტუმრა და 2:1 დაამარცხა. 

პირველი ტაიმი სტუმრებმა 45-ე წუთზე კესის ზუსტი პენალტით მოიგეს. რაც შეეხება მეორე ტაიმს, "როსონერიმ" უპირატესობა მატჩის 77-ე წუთზე გაზარდა. გოლი კასტილეხომ გაიტანა, რომელიც მოედანზე სულ რაღაც 1 წუთის შესული იყო.

"სამპდორიამ" 82-ე წუთზე ერთი გოლი გაქვითა, მაგრამ "როსონერის" 3 ქულა ვეღარ წაართვა. 

"სამპდორია" - "მილანი" 1:2

გოლები: 0:1 კესი (45), 0:2 კასტილეხო (77), 1:2 ეკდალი (82).

გასული 10 ტურის შემდეგ "მილანი" 26 ქულით სერია A-ს ლიდერობს. რაც შეეხება "სამპდორიას", მათ 11
ქულით მე-12 ადგილი უჭირავთ. 

აღსანიშნავია, რომ ბოლო 65 წლის განმავლობაში "როსონერისთვის" ეს საუკეთესო სტარტია. როგორც აღვნიშნე, მათ 26 ქულა აქვთ. აქედან გუნდმა 8 მატჩი მოიგო და 2 ფრედ დაასრულა. ბოლოს ასეთი რამ 1954-55 წლებში მოხდა, როდესაც "მილანმა" 10 თამაშიდან 9-ის მოგება მოახერხა. ამ სეზონში ისინი იტალიის ჩემპიონებიც გახდნენ.

მომდევნო მატჩს "მილანი" 13 დეკემბერს, "პარმას" წინააღმდეგ გამართავს, ხოლო "სასუოლო" "ნაპოლის" ესტუმრება. 

მომზადებულია sport-ის მიხედვით

alt"მილანი" ერთი თვე იბრაჰიმოვიჩის გარეშე დარჩა

მკითხველის კომენტარები / 4 /
ვინც კარგად ერკვევა,იქნებ მიპასუხოს.პენალტი იყო?ჩემი აზრით,არ იყო.ბურთს, მცველი ვერ ხედავდა და ისე მოხვდა ხელში,თანაც ძალიან ახლოდან.ამავდროულად, ბურთი, კარში არ მიდიოდა.
სოსო
21:07 07-12-2020
5
მე მგონი ეს კორონა ამათი მოგონილია.დდდდ
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული