"მილანი" იტალიის ჩემპიონატს ლიდერობს და მაინც ყველა მისი წარმომადგენელი აცხადებდა, რომ ამ სეზონში მხოლოდ ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვება აქვთ მიზნად დასახული. "როსონერის" ტექნიკური დირექტორი პაოლო მალდინი კი გამოტყდა, რომ ჩემპიონობა ეოცნებებათ. მართალია, სკუდეტოს მოგება გაუჭირდებათ, მაგრამ "მილანი" ამბიციური გუნდია და ამის გაკეთება ძალუძთ.
10 ტურის შემდეგ "მილანი" 26 ქულით პირველ ადგილზეა, უახლოეს მდევარ "ინტერს" 5 ქულით უსწრებს და 13 დეკემბერს "პარმას" უმასპინძლებს.