ესპანელი ფეხბურთელი მოედნიდან "ბენევენტოს" წინააღმდეგ გამართული მატჩის ბოლოს გააძევეს, მიზეზი მსაჯის უპატივცემულობა გახლდათ.
თავდაპირველად, მორატა 2 მატჩით დასაჯეს, მაგრამ "იუვენტუსმა" აპელაცია შეიტანა და დისკვალიფიკაცია 1 მატჩამდე შეამცირეს.
ალვარომ 1 მატჩი უკვე გამოტოვა, რის გამოც ესპანელი "ჯენოასთან" დაბრუნდება. აღნიშნული თამაში 13 დეკემბერს გაიმართება.
ამის გარდა, მორატას 8000 ევროთი დააჯარიმებენ
მომზადებულია sports-ის მიხედვით
"იუვენტუსმა" ტურინულ დერბიში ძლივს იმარჯვა