"იუვენტუსის" აპელაციამ გაამართლა, მორატა მომდევნო ტურში დაბრუნდება

AutoSharing Option
იტალიის ფედერაციამ "იუვენტუსის" თავდამსხმელს, ალვარო მორატას დისკვალიფიკაცია 1 მატჩამდე შეუცირა. 

ესპანელი ფეხბურთელი მოედნიდან "ბენევენტოს"  წინააღმდეგ გამართული მატჩის ბოლოს გააძევეს, მიზეზი მსაჯის უპატივცემულობა გახლდათ. 

თავდაპირველად, მორატა 2 მატჩით დასაჯეს, მაგრამ "იუვენტუსმა" აპელაცია შეიტანა და დისკვალიფიკაცია 1 მატჩამდე შეამცირეს. 

ალვარომ 1 მატჩი უკვე გამოტოვა, რის გამოც ესპანელი "ჯენოასთან" დაბრუნდება. აღნიშნული თამაში 13 დეკემბერს გაიმართება. 

ამის გარდა, მორატას 8000 ევროთი დააჯარიმებენ

მომზადებულია sports-ის მიხედვით

 

alt"იუვენტუსმა" ტურინულ დერბიში ძლივს იმარჯვა



მკითხველის კომენტარები / 1 /
პირდაპირ ეს მსაჯები და აქაური ქართველი ჟურნალისტები ისეთი "ხელშეუხებლები" არიან, რომ სულ მთლად მტყუანებიც, რომ იყვნენ, აბა გაუბედე და რამე უთხარი ამ კატეგორიის ადამიანებს აქეთ შემოგიტევენ. რამდენი უცოდინარი მსაჯია რომლის შეცდომამაც აზარალა გუნდები?
vaxo
12:50 12-12-2020
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული