ზლატან იბრაჰიმოვიჩი: ჯერ არაფერი მოგვიგია

AutoSharing Option
"მილანის" თავდამსხმელმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა თავისი გუნდის პერსპექტივაზე გააკეთა კომენტარი:

"სანამ შემიძლია, ჩემს საქმეს გავაგრძელებ. უბრალოდ ფორმის შენარჩუნება მჭირდება, დანარჩენი კი თავისით გადაწყდება.

არაჩვეულებრივ ფორმაში ვართ, ყველაფერი შესანიშნავად გვაქვს. თუმცა, ჯერ არაფერი არ მოგვიგია. ეს გასათვალისწინებელია", - უთხრა იბრამ BBC-ის.

10 ტურის შემდეგ "როსონერი" 26 ქულით ლიდერია, უახლოეს მდევარ "ინტერს" 5 ქულით უსწრებს და 13 დეკემბერს "პარმას" უმასპინძლებს.

ზლატანმა 22 ნოემბერს "ნაპოლისთან" შეხვედრაში (3:1) მიღებული ტრავმა მოირჩინა, ინდივიდუალურად ვარჯიშობს და მილანურ დერბიში მონაწილეობას ვერ მიიღებს.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული