რონალდო პენალტს პენალტზე იტანს - "იუვე" წინ მიიწევს

AutoSharing Option
სერია A-ს მე-11 ტურში "იუვენტუსმა" გასვლაზე 3:1 დაამარცხა "ჯენოა".

სტუმრები 57-ე წუთზე დიბალამ დააწინაურა. შემდეგ სტურარომ ანგარიში გაათანაბრა, თუმცა რონალდომ მერე პენალტებით დუბლი შეასრულა და თავის გუნდს გამარჯვება მოუპოვა.

პორტუგალიელმა ბოლო ორ მატჩში ოთხივე გოლი თერმეტმეტრიანით გაიტანა. მის ანგარიშზე ჩემპიონატში 10 გოლია და ბომბარდირთა დავას იბრაჰიმოვიჩთან ერთად ლიდერობს.

"იუვენტუსმა" ბოლო 10 მატჩიდან 8 მოიგო, 2 ფრედ დაასრულა, 23 ქულით მეოთხე ადგილზეა და 16 დეკემბერს "ატალანტას" უმასპინძლებს.

მკითხველის კომენტარები / 1 /
გინდა პენალდო ეძახეთ და გინდა პენალოვიჩი )) იუვეს მოაგებინოს და ...
ლშ
01:20 14-12-2020
5

სიახლეები პოპულარული