გოლინიმ რონალდოს გოლი პენალტიდან არ გაატანინა და "იუვე" ფრეს დასჯერდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
სერია A-ს მე-12 ტურში "იუვენტუსისა" და "ატალანტას" მატჩი 1:1 დასრულდა.

29-ე წუთზე მასპინძლები კიეზამ დააწინაურა, 57-ე წუთზე კი ფროილერმა საპასუხო გოლი გაიტანა. 61-ე წუთზე საჯარიმოში კიეზას წაქცევისათვის მსაჯმა საეჭვო პენალტი დანიშნა, მაგრამ რონალდოს გოლის გატანა მეკარე გოლინიმ არ დაანება.

"იუვენტუსი" 24 ქულით ჯერჯერობით მესამე ადგილზეა და 19 დეკემბერს სტუმრად "პარმას" შეხვდება.


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული