ალეხანდრო გომესი "იუვენტუსს" არ უნდა

AutoSharing Option
"ალეხანდრო გომესი ძალიან კარგი ფეხბურთელია. ის "ატალანტას" ეკუთვნის და მისი გადაბირება აზრადაც არ მოგვსვლია", - ბრძანა "იუვენტუსის" სპორტულმა დირექტორმა ფაბიო პარატიჩიმ.

გუშინ იტალიურ მედიაში გავრცელდა ცნობა, რომ მთავარ მწვრთნელ ჯან პიერო გასპერინისთან ნაჩხუბარ 32 წლის არგენტინელ თავდამსხმელს "ატალანტას" დატოვება უნდა, იანვარში ტრანსფერზე დაყენება მოითხოვა და მისი ყიდვის სურვილი "იუვემ" გამოთქვა. ჩხუბის და გომესის მხრიდან წასვლის სურვილი სრული სიმართლეა, დანარჩენისა კი რა მოგახსენოთ.


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული