32 წლის ბელგიელი ნახევარმცველი რაჯა ნაინგოლანი ვერ ეწყობა მილანის "ინტერის" მთავარ მწვრთნელ ანტონიო კონტეს, რის გამოც გასულ სეზონში "კალიარიში" იყო განათხოვრებული, ახლა კი ოფიციალურად ტრანსფერზე დააყენეს.
ფასი ჯერ არ უთქვამთ. თავად ფეხბურთელს სარდინიულ კლუბში ურჩევნია დაბრუნება. გარდა "კალიარისა", მასზე პრეტენზიას "ფიორენტინა" და "სასუოლო" აცხადებენ.
ნაინგოლანმა ამ სეზონში სერია A-ს მხოლოდ 4 მატჩში მიიღო მონაწილეობა.