გატუზოს თვალების მდგომარეობა გაუუმჯობესდა და ხუმრობის ხასიათზე მოვიდა

AutoSharing Option
"ნაპოლის" მწვრთნელი ჯენარო გატუზო თვალების პრობლემას კარგა ხანია უჩივის. ბოლო რამდენიმე დღე ცალი თვალი ახვეული ჰქონდა. გუშინ კი "ტორინოსთან" (1:1) მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე სათვალით გამოცხადდა და თან მარჯვენა ქუთუთო საგრძნობლად დაშვებული ჰქონდა.

რინომ გამოაცხადა, რომ ავტოიმუნური ხასიათის დაავადება, მიოპათია სჭირს, რომელიც განივზოლიანი კუნთების სწრაფ დაღლასა და მოდუნებაში გამოიხატება და სერიოზულ მკურნალობას საჭიროებს. ეს სენი მას უკვე 10 წელიწადია აწუხებს და ამგვარი ძლიერი გართულება ახლა მესამედ დაემართა, ცუდად გრძნობდა თავს, მხედველობა გაორებული ჰქონდა, თუმცა ახლა მდგომარეობა გაუუმჯობესდა და მუშაობას მთელი ძალებით განაახლებს.

გატუზო რის გატუზო იქნებოდა, რაიმე იკლიკანტური არ ეთქვა და დაამატა, რომ ზოგს ჰგონია, სიცოცხლის რამდენიმე თვე დარჩენია, მაგრამ ასე არ არის და ოდესღაც, როდესაც გარდაიცვლება, იმქვეყნადაც უნდა საფეხბურთო მოედანზე განამწესონ.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული