"კორიერე დელო სპორტი" ირწმუნება, რომ ვინაიდან თავდამსხმელი ალვარო მორატა შეიძლება "ატლეტიკოში" დაბრუნდეს, "იუვენტუსის" მთავარ მწვრთნელ ანდრეა პირლოს უნდა 35 წლის თავდამსხმელი ფერნანდო ლორენტე აიყვანონ.
ლორენტე "ნაპოლიში" კი ირიცხება, მაგრამ თითქმის უთამაშებელია. შეგახსენებთ, ლორენტე "ბიანკონერიში" 2013-15 წლებში საკმაოდ წარმატებულად ასპარეზობდა და 92 მატჩში 27 გოლი გაიტანა.