2020 წლის მარტში "მილანის" სპორტული დირექტორი ზვონიმირ ბობანი პოსტიდან იმის გამო გადააყენეს, რომ ძალიან არ მოეწონა მის გარეშე მწვრთნელად რალფ რანგნიკის მოყვანაზე მსჯელობა და ეს საჯაროდ განაცხადა. ბობანის მოხსნა კლუბმა იმით გაამართლა, რომ მან უსაფუძვლოდ გააკრიტიკა კოლეგები და მოხსნასთან ერთად არც კონტრაქტის გაწყვეტისათვის პირისსაგამტეხლოს გადახდა მოინდომეს.
ხორვატმა სასამართლოს მიმართა, საქმე მოიგო და "მილანს" მისთვის 5.37 მილიონი ევროს გადახდა დააკისრეს.