ლაუტარო "ინტერიდან" არსად წასვლას არ აპირებს

AutoSharing Option
მთელი გასული წელი იტალიელი ჟურნალისტები განუწყვეტლივ ავრცელებდნენ ინფორმაციებს, რომ არგენტინელი თავდამსხელი ლაუტარო მარტინესი "ინტერის" დატოვებას გეგმავდა, მაგრამ როგორც აღმოჩნდა, არათუ არ მიდის გუნდიდან, არამედ კონტრაქტის გაგრძელება უნდა.

"ინტერში" ბედნიერი ვარ, მილანი შესანიშნავი ქალაქია, ჩემი აგენტი ხელშეკრულების გახანგრძლივებაზე მუშაობს, მშვიდად ვარ. კონტე პროგრესირებაში მეხმარება", - ციტირებს ლაუტაროს Sportweek-ი.

მარტინესი "ინტერმა" "რასინგისგან" 2018 წელს 25 მილიონ ევროდ შეიძინა, ამ სეზონში კი 24 მატჩში 10 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა გააკეთა.

23 წლის ფორვარდს "ნერიაძურისთან" კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული. ახალი
ხელშეკრულების მიხედვით კლუბი სეზონურ გასამრჯელოდ 5 მილიონ ევროს სთავაზობს.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული