ლაუტარო მარტინესი კონტეთი უკმაყოფილოა

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის უკანასკნელ ტურში "შახტართან" მატჩის ბოლოს "ინტერის" მწვრთნელმა ანტონიო კონტემ თავდამსხმელი ლაუტარო მარტინესი შეცვალა, რამაც ფეხბურთელის უკმაყოფილება გამოიწვია და ეს არც დაუმალავს, ხოლო კონტემ ეს ვითომ ვერ შენიშნა.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ლაუტარო ღიად გამოხატავს მთავარი მწვრთნელის მიმართ უპატივცემულობას. არ არის გამორიცხული, თუ კონტეს სეზონის ბოლომდე პოსტზე დატოვებენ, ლაუტარომ სხვაგან გადაბარგება მოისურვოს. არგენტინელ ფეხბურთელს "ბარსელონაში" გადასვლა აქვს გულში ამოჭრილი.

მკითხველის კომენტარები / 1 /
რა სასტავი ყავს და ვერ იყენებს გაგიჟდები ერიქსენი და ალექსის სანჩესი რო სკამზე გეჯდება. ეჰ, კონტე, კონტე დაუმუღამეს შენს სტილს და ვეღარ ქაჩავ
შაკო
14:36 12-12-2020
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული