თავისუფალ აგენტად მყოფი 34 წლის ხორვატი თავდამსხმელი მარიო მანჯუკიჩი "მილანის" ფეხბურთელი გახდა.
"როსონერიმ" მანჯუკიჩს სეზონის ბოლომდე გაუფორმა კონტრაქტი და თუ გუნდისთვის სასარგებლო იქნა, მასთან თანამშრომლობას გააგრძელებს.
გუშინ "კალიარისთან" მოგებულ მატჩში (2:0) ფორვარდმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა დუბლი შეასრულა და თქვა, რომ ის და მარიო შიშის ზარს დასცემენ მოწინააღმდეგეებს.
"მილანი" სერია A-ს ლიდერია, 23 იანვარს "ატალანტას" უმასპინძლებს და შესაძლოა, ამ შეხვედრაში ახალ გუნდში მანჯუკიჩის დებიუტი შედგეს.