"იუვენტუსმა" მოიგო და ოთხეულში შევიდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დღეს, 24 იანვარს "იუვენტუსმა" "ბოლონიას" უმასპინძლა და მარტივად, 2:0 დაამარცხა.

ტურინელებმა ანგარიშში სხვაობა მატჩის დებიუტშივე, მე-15 წუთზე შეცვალეს, როდესაც კრისტიანო რონალდოს გადაცემით არტურმა გაიტანა.

მეორე გოლი ახალგაზრდა ვესტონ მაკკინმა მატჩის 71-ე წუთზე შეაგდო, რომელმაც თავის მხრივ კვადრადოს საგოლე გადაცემა გამოიყენა.

18 თამაშის შემდეგ "იუვენტუსი"  36 ქულით იტალიის სერია A-ში მეოთხე ადგილზე იმყოფება. მე-3 ადგილოსანი "რომა" "ბებერ ქალბატონს" 1 ქულით უსწრებს, თუმცა ერთი მატჩით მეტი აქვს ჩატარებული.

რაც შეეხება "ბოლონიას", 19 თამაშის შემდეგ 20 ქულა აქვთ და მე-13 ადგილს იკავებენ.

მომდევნო
მატჩს "იუვენტუსი" 30 იანვარს "სამპდორიის" წინააღმდეგ გამართავს. თავის მხრივ "ბოლონია" ამავე რიცხვში "მილანს" უმასპინძლებს.

მკითხველის კომენტარები / 2 /
შე დალოცვილო, არტურის დარტყმის მერე “რიკოშეტი”-თ წავიდა ბურთი კარში და თან დაარტყა საჯარიმოს გარედან, კრიშტიანომ ერთი-ერთზე გაიყვანა თუ ისეთი პასი გააძვრინა რომ ასაღნიშნად ღირდა? :)
ავტორო
20:06 24-01-2021
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული