"ეს შემართება გამარჯვებაში დაგვეხმარება..." - რონალდო გუშინდელ გამარჯვებას გამოეხმაურა

AutoSharing Option
"იუვენტუსის" პორტუგალიელმა სუპერვარსკვლავმა კრიშტიანო რონალდომ გუშინდელ იტალიის სუპერთასის ფინალში მოპოვებულ გამარჯვებაზე ("ნაპოლისთან" 2:0) მცირედი კომენტარი გააკეთა. 

"იტალიაში მოპოვებული მეოთხე ტიტულით ძალიან მოხარული ვარ. ჩვენ დავბრუნდით. 

ჩვენ ასეთი "იუვენტუსი" გვიყვარს, ჩვენ ასეთი გუნდის გვწამს. ეს შემართება გამარჯვებაში დაგვეხმარება", - განაცხადა რონალდომ საკუთარ "ტვიტერის" გვერდზე. 

მას შემდეგ, რაც რონალდო ტურინში გადავიდა, ოთხი ტიტული მოიგო. პორტუგალიელი ორჯერ ქვეყნის ჩემპიონი და ამდენჯერვე იტალიის სუპერთასის გამარჯვებული გახდა. 

მომზადებულია sports-ის მიხედვით

altრონალდო მსოფლიოს აბსოლუტური რეკორდსმენია - "იუვე" სუპერთასის მფლობელია [VIDEO]


მკითხველის კომენტარები / 1 /
სულ პირველობა და გამარჯვება უნდა.სულ შეჯიბრშია.29 წლის ასაკში იყო რომ გადაწყვიტა მესისთვის ეჯობნა და ბევრ რამეში გადაასწრო კიდეც.
21 საუკუნის საუკეთესო
20:41 22-01-2021
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული