იტალიის თასის 1/4-ფინალში "ინტერმა" "მილანს" 2:1 სძლია და გათამაშების შემდეგ ეტაპზე გავიდა.
31-ე წუთზე იბრაჰიმოვიჩმა "როსონერი" დააწინაურა, რომელმაც 58-ე წუთზე მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და გააძევეს. 71-ე წუთზე ლუკაკუმ პენალტით ანგარიში გაათანაბრა, ხოლო 88-ე წუთზე შეცვლაზე შესულმა ერიკსენმა 90+7-ე წუთზე გამარჯვების გოლი საჯარიმოდან გაიტანა. მას ბოლოს გოლი 2020 წლის 5 აგვისტოს ჰქონდა გატანილი.