"იუვენტუსის" ზედიზედ მეოთხე გამარჯვება - საერთო ანგარიში - 10:0 [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
სერია A-ს მე-20 ტურში "იუვენტუსმა" სტუმრად 2:0 სძლია "სამპდორიას".

გოლები ფედერიკო კიეზამ (მე-20 წუთზე) და აარონ რამზიმ (90+1-ე წუთზე) გაიტანეს.

"იუვემ" ყველა ტურნირზე მიჯრით მე-4 გამარჯვება იზეიმა - საერთო ანგარიში 10:0.

"იუვენტუსი" 39 ქულით მესამე ადგილზეა, ლიდერ "მილანს" 7 ქულით ჩამორჩება (1 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული) და 6 თებერვალს "რომას" უმასპინძლებს.

ტურინული გუნდის მწვრთნელმა ანდრეა პირლომ განაცხადა, რომ თანდათან უმატებენ, მეტოქისთვის საქმე პირველივე ტაიმში უნდა მოეთავებინათ, რონალდოს სამმატჩიანი უგოლო სერია კი პრობლემა არ არის.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული