იტალიის ნაკრების ფორვარდი ძალზე ღირსეულად მოიქცა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
სერია A-ს წინა ტურში "ტორინომ" "ატალანტასთან" გასვლაზე 3:3 ითამაშა, თუმცა ტურინელებმა შეხვედრა ძალიან ცუდად დაიწყეს და 21-ე წუთისთვის 0:3 მარცხდებოდნენ.

გოლის გატანის პირველი რეალური შანსი სტუმრებს 33-ე წუთზე მიეცათ. ბელოტი "ატალანტას" კარისკენ გარბოდა და საჯარიმოს წინ დაეცა. მსაჯმა ჯარიმა დანიშნა, კრისტიან რომეროს კი ყვითელი ბარათი უჩვენა.

რა მოხდა მერე:

ბელოტიმ მსაჯს აჩვენა, რომ წესების დარღვევას ადგილი არ ჰქონია.

რეფერიმ ყვითელი ბარათი გააუქმა, თუმცა საჯარიმო დარტყმა ძალაში დატოვა.

ბელოტიმ ჯარიმა არ დაარტყა, "ატალანტას" მეკარეს ბურთი გადაუგდო!

ამის შემდეგ პატივისცემა და აპლოდისმენტები!

მკითხველის კომენტარები / 6 /
ბრავო ბელოტის. ღირსეული ადამიანია. სამწუხაროდ, მას შემდეგ რაც სპორტი კომერცია გახდა, ესეთი საქციელი იშვიათია.
გიორგი
13:34 12-02-2021
1
აჩვენეთ ეს ვიდეო დამწყებ ფეხბურთელებს , რომ პეპეებათა და რამოსებათ არ დაიზარდნონ . მიზანი არ ამართლებს საშუალებას და რაც უფრო მეტი ასეთი ფეხბურთელი იქნება , იქნებ როდესმე ფეხბურთმა ისევ თავის რეალური ესთეტიური სახე დაიბრუნოს , რის გამოც იგი ხალხმა შეიყვარა .
ATP 16
11:24 12-02-2021
7
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული