გოლის გატანის პირველი რეალური შანსი სტუმრებს 33-ე წუთზე მიეცათ. ბელოტი "ატალანტას" კარისკენ გარბოდა და საჯარიმოს წინ დაეცა. მსაჯმა ჯარიმა დანიშნა, კრისტიან რომეროს კი ყვითელი ბარათი უჩვენა.
რა მოხდა მერე:
ბელოტიმ მსაჯს აჩვენა, რომ წესების დარღვევას ადგილი არ ჰქონია.
რეფერიმ ყვითელი ბარათი გააუქმა, თუმცა საჯარიმო დარტყმა ძალაში დატოვა.
ბელოტიმ ჯარიმა არ დაარტყა, "ატალანტას" მეკარეს ბურთი გადაუგდო!
ამის შემდეგ პატივისცემა და აპლოდისმენტები!