ამ გუნდების ბოლო შეხვედრა დიდი სკანდალით დასრულდა: "ინტერისა" და "მილანის" ფორვარდებმა, რომელუ ლუკაკუმ და ზლატან იბრაჰიმოვიჩმა ერთმანეთს არაფერი დაუთმეს, ლუკაკუ განსაკუთრებით გააბრაზა ზლატანის ფრაზამ დედამისისა და ვუდუს შესახებ, ხო და იბრა დედ-მამის სული 9-სართულად უტრიალა.
დღეს კი მათი დაპირისპირება ისტორიულ ბრძოლას დამატებით ხიბლს სძენს. ბელგიურ მედიაში გაჩნდა ინფრომაცია, რომლის მიხედვითაც ლუკაკუს დედამ თავის შვილს ზლატანზე შურისძიებისკენ მოუწოდა.
"გააკეთე ყველაფერი, რაც მასზე შურისსაძიებლად არის საჭირო" -
მილანური გრანდები სერია A-ს ლიდერობენ, "ნერაძურის" "როსონერიზე" 1 ქულით მეტი აქვს.
მომზადებულია Mirror-ის მიხედვით