რონალდომ დუბლი შეასრულა - "იუვემ" "კროტონეს" სძლია

AutoSharing Option
სერია A-ს 23-ე ტურში "იუვენტუსმა" ტურინში ადვილად დაამარცხა აუტსაიდერი "კროტონე" - 3:0.

დუბლი რონალდომ შეასრულა, ერთი გოლი კი მაკენიმ გაიტანა. რონალდომ ორჯერ 7-წუთიან ინტერვალში გაიტანა. მის ანგარიშზე 18 გოლია და ბომბარდირთა დავაში კვლავ პირველ ადგილზეა. "ინტერის" თავდამსხმელმა ლუკაკუმ 17-ჯერ დალაშქრა მეტოქეთა კარი.

კრიშტიანომ ტოპ 5-ის კარიერაში 78 გუნდს გაუტანა. ამ მაჩვენებლით ლიდერი იბრაჰიმოვიჩია (79).

"იუვენტუსი" 45 ქულით მესამე ადგილზეა (1 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული), ლიდერ "ინტერს" 8 ქულით ჩამორჩება და 27 თებერვალს გასვლაზე "ვერონას" დაუპირისპირდება.



მკითხველის კომენტარები / 2 /
ეს მოგვცა თავდამსხმელად და ჯგუფს კი არა ევროპას მოვიგებთ...მაკარიძე(მამარდაშვილი), მალი(კაკაბაძე), კვირკველია(ხოჭოლავა), ტაბიძე(დვალი), კვეკესკირი(გრიგალავა), კიტეიშვილი(გვილია), მარადაშვილი(კანკავა),წიტაიშვილი(არაბიძე,შენგელია), ჩაკვეტაძე(დავითაშვილი),კვარაცხელია და წინ რონი...ოცნებას კაცი არ მოუკლავს.
emigranti
04:11 23-02-2021
4
საინტერესოა თავით სულ რამდენი ბურთი აქვს გატანილი.და საერთოდ ლიდერი ვინ არის.როგორ შეიძლება ამ კაცით არ აღფრთოვანდე.
მფრინავი კრიშტიანუ
14:28 24-02-2021
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული