"იუვენტუსმა" ისევ მოიგო და "ინტერს" 7 ქულით ჩამორჩება

AutoSharing Option
სერია A-ს 28-ე ტურში "იუვენტუსმა" ტურინში 3:0 სძლია "სპეციას". გოლები მეორე ტაიმში მორატამ, კიეზამ და რონალდომ გაიტანეს.

რონალდომ სხვადასხვა ჩემპიონატზე მე-600 მატჩი ჩაატარა - ის ჩემპიონატებზე ზედიზედ მე-12 სეზონში 20+ გოლს იტანს.

"იუვეში" შესრულებული 67 საჯარიმოდან კრიშტიანომ მხოლოდ ერთხელ შეძლო მეტოქის კარის დალაშქვრა - 2020 წლის ივლისში "ტორინოს" გაუტანა.

"იუვენტუსი" 49 ქულით მესამე ადგილზეა, ლიდერ "ინტერს" 7 ქულით ჩამორჩება და 6 მარტს "ლაციოს" უმასპინძლებს.

მკითხველის კომენტარები / 2 /
შენც ნელა წაიკითხე ;)
Me ar var Roboti
18:23 03-03-2021
0
მაგარი ვიღაცა ხარ რა დაჩქარებული წესით ჩამოთვალე ისე იძახი თითქოს არაფერია 12 სეზონში მინიმუმ 20 გოლის გატანა წაკბინე კიდევაც შენ რა გვარი ხარ ? ხახახახა მესისტი ხარ ?
გიო
03:54 03-03-2021
7

სიახლეები პოპულარული