პელე: რონალდო, ჩემი რეკორდის დამხობას გილოცავ

AutoSharing Option
ფეხბურთის ლეგენდა პელემ "იუვენტუსის" თავდამსხმელ რონალდოს ოფიციალურ მატჩებში გატანილი მისი გოლების რეკორდის დამხობა მიულოცა.

"კრიშტიანო, ცხოვრება ერთჯერადი ფრენაა. ყველას თავისი მოგზაურობა აქვს და რაოდენ შესანიშნავია შენი! შენით აღფრთოვანებული ვარ, მიყვარს შენი თამაშის ყურება, ეს არავისთვის საიდუმლო არ არის.

ოფიციალურ მატჩებში ჩემი რეკორდის დამხობას გილოცავ. მხოლოდ იმას ვნანობ, რომ არ შემიძლია დღეს გადაგეხვიო, მაგრამ ამ ფოტოს დიდი სიყვარულის ნიშნად ვტოვებ, როგორც სიმბოლოს, რომელიც უკვე მრავალი წელია გრძელდება", - წერს პელე "ინსტაგრამზე".

პელეს ოფიციალურ მატჩებში 767 გოლი აქვს გატანილი, რონალდომ კი 770
გაიტანა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული