"იუვენტუსი" სამარცხვინო გუნდია", - ამბობს "იუვეს" ყოფილი ფეხბურთელი

AutoSharing Option
"იუვენტუსი" ამავე გუნდის ყოფილმა მცველმა პასკუალე ბრუნომ გააკრიტიკა.

"მათ სამარცხვინო გუნდი ჰყავთ. ისე მოჩანს, თითქოს ბონუჩი და კიელინი ფენომენალური მოთამაშეები არიან, მაგრამ 9 ტიტული სიძლიერით მსოფლიოში მე-4 ლიგაში მოიგეს. ძალიან სუსტი "ბარსელონა" დაამარცხეს, მეორე დღეს კი მთელმა მედიამ დაწერა, რომ "იუვენტუსი" ტოპ-დონეა. რას ამბობთ?

ხელმძღვანელობა ყველაფერს აფუჭებს. ალეგრი გადააყენეს, რათა სარი დაენიშნათ, თუმცა ისიც მოხსნეს, რადგან გასახდელს რონალდო და მისი პარტნიორები მართავენ.

მე მგონია, ფეხბურთელებს თავიანთი სიტყვის თქმა შეუძლიათ, მაგრამ ეს ძალიან კარგი არ არის. ეს ის ხალხი არაა, რომლებმაც
გადაწყვეტილება უნდა მიიღონ", - განაცხადა ბრუნომ Tiki Taka-სთან ინტერვიუში.

მკითხველის კომენტარები / 2 /
ჯგუფში ბარსასთან ერთად ხო იყვნენ სახლში წააგეს და გასვლა მოუგეს მერე
ტოტტი
10:36 18-03-2021
0
მაგატმა ბარსელონა როდის დაამარცხეს?
dsag
10:08 18-03-2021
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული