დიბალას 10-მილიონიანი ხელფასი ეცოტავა და ყიდიან

AutoSharing Option
თავდამსხმელმა პაულო დიბალამ შეიძლება ზაფხულში "იუვენტუსი" დატოვოს, - იტყობინება Football Italia.

გამოცემის მტკიცებით, "იუვემ" არგენტინელს ახალი კონტრაქტი და სეზონურ გასამრჯელოდ ბონუსებიანად დაახლოებით 10 მილიონი ევრო შესთავაზა, მაგრამ მან მეტი მოითხოვა და ტურინული კლუბი ტრანსფერზე დააყენებს.

ეს გასაგებიცაა, რადგან 27 წლის ფორვარდს "იუვენტუსთან" ხელშეკრულება 2022 წლის ზაფხულში უმთავრდება და სანამ დროა, უნდა გაყიდონ.

ტრავმის გამო დიბალას 10 იანვრის შემდეგ არ უთამაშია, ამ სეზონში კი სერია A-ს 11 მატჩში 2 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა.


მკითხველის კომენტარები / 2 /
10 მილიონი და თან რაში, ფეხბურთს ეს ვეღარ თმაშობს, მკურნალობის და ფსიქოლოგთან სიარულის მეტს არაფერს აკეთებს
V
05 აპრილი 2021 14:24
0
ფუ ამისი რა? 10-ი მილიონი კაცსს, რომ გეცოტავება, საერთოდ რაზეა ლაპარაკი.
ლაშა
26 მარტი 2021 11:41
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული