"იუვენტუსი" ადრიენ რაბიოს გასხვისებას ცდილობს

AutoSharing Option
ნახევარმცველი ადრიენ რაბიო, დიდი ალბათობით, ზაფხულში "იუვენტუსს" დატოვებს, - იტყობინება Calciomercato.

გამოცემის მტკიცებით, "იუვემ" რაბიოს შეძენა "ბარსელონასა" და "ევერტონს" შესთავაზა. ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ეს ორივე კლუბი მისი სამსახურითაა დაინტერესებული.

რაბიო "იუვენტუსში" 2019 წელს პსჟ-დან თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდა, ამ სეზონში კი სერია A-ს 29 მატჩში 2 გოლი გაიტანა და 6 ყვითელი ბარათი მიიღო.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული