ჟოზე მოურინიომ "რომასთან" კონტრაქტი გააფორმა

AutoSharing Option
"ტოტენჰემიდან" აბარგებულ მწვრთნელს, ჟოზე მოურინიოს, დიდხანს არ მოუწია უმუშევრად ყოფნა - დღეს მან "რომასთან" სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

რომაული კლუბის საიტის ცნობით, პორტუგალიელი მუშაობას ზაფხულში შეუდგება. ის იტალიაში ადრე "ინტერს" ედგა სათავეში და მილანურმა გუნდმა მისი ხელმძღვანელობით ორჯერ სკუდეტო, იტალიის თასი და ჩემპიონთა ლიგა მოიგო.

"რომა" ამჟამინდელ მწვრთნელს, პაულო ფონსეკას დაემშვიდობება.

მოურინიომ განაცხადა, რომ კლუბის ხელმძღვანელობას შეხვდა და მათი ამბიციები მოტივირებულს ხდის.

მკითხველის კომენტარები / 5 /
აქედანაც კონტრაქტით გათვალისწინებულ ვადაზე ადრე წავა, თუ ვცდები უკაცრავად, მაგრამ პირადად ჩემი გადმოსახედიდან არაფერი მწვრთნელი არაა.
ენთაზი
23:21 04-05-2021
4
სპორტალლ.გე მოურინიოს ამ სურათის ჩვენებისთვის ჩაგეთვალათ :D
დაT
01:11 05-05-2021
0

სიახლეები პოპულარული