The Athletic-ის ინფორმაციით, ჟოზე მოურინიო "ტოტენჰემ ჰოთსპურის" მთავარი მწვრთნელის პოსტს დაემშვიდობება. ამ ცნობას სხვა ავტორიტეტული გამოცემებიც ადასტურებენ.
აქამდე ცნობილი იყო, რომ 58 წლის პორტუგალიელის გაშვება "დეზებს" 30 მილიონი ევრო დაუჯდებოდათ. კლუბის პრეზიდენტი დენიელ ლევი დაცდას სეზონის ბოლომდე აპირებდა.
ჟოზე ლონდონელთა დამრიგებლად 2019 წლის 20 ნოემბერს დანიშნეს. ამჟამად "ტოტენჰემს" პრემიერლიგაში 50 ქულა აქვს დაგროვებული და მე-7 ადგილს იკავებს.