სერია A-ს 35-ე ტურში "იუვენტუსის" საკუთარ მოედანზე "მილანთან" მარცხზე (0:3) კომენტარი დიდმა იტალიელმა მწვრთნელმა ფაბიო კაპელომ გააკეთა.
"ეს ნამდვილი კრახია. "იუვენტუსმა" ვერაფერი აჩვენა. პირველ ტაიმში გუნდი უბრალოდ არ გასულა მოედანზე, არ იყო არავითარი იდეა. რა თქმა უნდა, ეს "მილანის" დამსახურებაა, თუმცა არაფერი განსაკუთრებული არ გაუკეთებია.
"იუვენტუსი" პრესინგს ცდილობდა, მაგრამ ამას აგრესიის გარეშე აკეთებდა და ვერცერთხელ დაიბრუნა ბურთი. პირველ ტაიმში განუსაზღვრელი რაოდენობის არაზუსტი გადაცემა გააკეთეს. მათი შემხედვარე საკუთარ თავს კითხვას უსვამ: "ეს სუპერლიგის გუნდია?", - ციტირებს კაპელოს Sky Sport-ი.
იტალიის ფეხბურთის
ფედერაციის პრეზიდენტმა გაბრიელე გრავინამ განაცხადა, რომ თუ "იუვე" სუპერლიგაში დარჩება, სერია A-ში ვერ ითამაშებს.
იტალიის ჩემპიონატის დასრულებამდე 3 ტურით ადრე "იუვენტუსი" მეხუთე ადგილზეა და შეიძლება მომავალ სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე მონაწილეობა ვერ მიიღოს.