პორტუგალიელი იტალიური გუნდის გასახდელში თავს მარტოსულად გრძნობს. მისი პარტნიორებთან ურთიერთობა ბოლო თვეებში ძლიერ გაფუჭდა, რადგან "იუვეს" ფეხბურთელების აზრით, კრიშტიანო ზედმეტად დიდ თავისუფლებას იღებს.
"მილანთან" განადგურების (0:3) შემდეგ 36 წლის თავდამსხმელმა ვარჯიში გააცდინა და "ფერარის" ქარხანაში კლუბის პრეზიდენტ ანდრეა ანიელისა და დირექტორთა საბჭოს წევრ ჯონ ელკანთან ერთად წავიდა.
ამის გარდა, რონალდომ "ბებერი ქალბატონის" რამდენიმე ვარჯიში სპონსორების მოთხოვნების შესრულების გამო გააცდინა. ტურინელთა ბევრი ფეხბურთელი ამ ყოველივეს უსამართლობად თვლის და მიაჩნიათ, რომ რონალდოს მიმართ ისეთივე
დამოკიდებულება უნდა ჰქონდეთ, როგორც გუნდის ყველა დანარჩენ წევრს ექცევიან.
მიმდინარე სეზონში პორტუგალიელმა იტალიის ჩემპიონატის 31 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 27 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემაც გააკეთა.
მომზადებულია La Gazzetta dello Sport-ის მიხედვით