კონტემ სკუდეტოს მოგების შემდეგ "ინტერი" დატოვა და გვარიან კომპენსაციასაც მიიღებს

AutoSharing Option
11-წლიანი პაუზის შემდეგ "ინტერი" იტალიის ჩემპიონი გახდა და სრულიად მოულოდნელად, მისმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ გუნდი დატოვა.

ოფიციალურად მიზეზი ჯერჯერობით არ სახელდება, მხოლოდ ისაა ცნობილი, რომ კონტეს კლუბის ხელმძღვანელობასთან უთანხმოება ჰქონდა.

ხელშეკრულება ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე იქნა გაწყვეტილი და ანტონიო კომპენსაციის სახით 7 მილიონ ევროს მიიღებს.

კონტემ "ინტერი" 2019 წელს ჩაიბარა და როგორც ასეთ შემთხვევებში ხდება ხოლმე, კლუბი ტრადიციული, შაბლონური ფრაზებით დაემშვიდობა: მადლობა, ნახვამდის, წარმატებებს გისურვებთ, სამუდამოდ დარჩებით ჩვენს გულებში და ა.შ.

მკითხველის კომენტარები / 2 /
ჩამოვიყვანოთ დინამოში
giga
06:13 27-05-2021
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული