ანდრეა პირლოს ნაცვლად "იუვენტუსს" სათავეში კვლავ მასიმილიანო ალეგრი ჩაუდგა.
ტურინული კლუბი კონტრაქტის დეტალების შესახებ ინფორმაციას არ ავრცელებს. ადრე იტალიურმა პრესამ იუწყა, რომ მას ხელშეკრულებას 2025 წლის ზაფხულამდე გაუფორმებენ და სეზონურ გასამრჯელოდ 9 მილიონ ევროს დაუნიშნავენ.
ალეგრი "იუვეს" 2014-2019 წლებში წვრთნიდა და მისი ხელმძღვანელობით ხუთჯერ მოიგო სკუდეტო და ორჯერ გავიდა ჩემპიონთა ლიგის ფინალში.