"იუვენტუსმა" კიეზა "ჩელსის" 100 მილიონად არ მიჰყიდა

AutoSharing Option
ევროპის ჩემპიონატზე კარგად ასპარეზობის შემდეგ "იუვენტუსისა" და იტალიის ნაკრების ნახევარმცველი ფედერიკო კიეზა "ჩელსის" მთავარი სამიზნე გახდა.

იტალიელი ჟურნალისტი კრისტიან ფალკი იტყობინება, რომ "ჩელსიმ" "იუვენტუსს" კიეზას ტრანსფერზე ოფიციალური წინადადებით მიმართა და 100 მილიონი ევრო შესთავაზა, მაგრამ უარი მიიღო.

კიეზამ გასულ სეზონში ყველა ტურნირზე 40 მატჩში 14 გოლი გაიტანა.

ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ლონდონური კლუბი მზადაა "დორტმუნდის" თავდამსხმელი ერლინ ჰოლანი 170 მილიონად შეიძინოს.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული