იტალიის ნაკრების 23 წლის ნახევარმცველი მანუელ ლოკატელი "სასუოლოდან" "იუვენტუსში" გადავიდა.
ლოკატელი "იუვენტუსმა" ორწლიანი იჯარით აიყვანა, რის შემდეგაც 35 მილიონ ევროდ შეიძენს და კონტრაქტს 2026 წლის ზაფხულამდე გაუფორმებს.
ლოკატელიმ გასულ სეზონში ყველა ტურნირზე "სასუოლოს" შემადგენლობაში 34 მატჩში მიიღო მონაწილეობა, იტალიის ნაკრებში კი ევროპის ჩემპიონი გახდა. მან ევროპირველობის 5 მატჩში 2 გოლი გაიტანა.