რონალდომ "იუვენტუსის" სავარჯიშო ბაზა ნაადრევად დატოვა

AutoSharing Option
"იუვენტუსის" შემტევმა კრიშტიანო რონალდომ დღევანდელი ვარჯიში ნაადრევად დატოვა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პორტუგალიელმა ვარსკვლავმა მარჯვენა ხელზე მცირედი დაზიანება მიიღო, რის შემდეგაც კლუბის თანამშრომლების თანხლებით სავარჯიშო ბაზა დატოვა.

შეგახსენებთ, უცხოური პრესა რონალდოს კარიერის მომდევნო გუნდად "მანჩესტერ სიტის" მოიაზრებს, თუმცა, ამის საპირისპიროდ, რამდენიმე კვირის წინ ფეხბურთელმა საკუთარ "ინსტაგრამის" გვერდზე ჟურნალისტებს გაჩუმებისა და ცრუ ინფორმაციის გავრცელების შეწყვეტისკენ მოუწოდა.

"ბიანკონერი" სერია A-ს ეგიდით მომდევნო შეხვედრას 28 აგვისტოს, "ემპოლის" წინააღმდეგ გამართავს.

მომზადებულია sports-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული