სერია A-ს მეორე ტურში "იუვენტუსი" ტურინში 0:1 დამარცხდა "ემპოლისთან", რომელიც იტალიის ელიტარულ ლიგაში წელს დაბრუნდა.
გოლი 21-ე წუთზე 29 წლის თავდამსხმელმა ლეონარდო მანკუზომ გაიტანა.
"იუვენტუსი" პირველად დამარცხდა "ემპოლისთან" სახლში - აქამდე ცამეტჯერ სძლია და ერთხელ ფრეს დასჯერდა.
ეს რონალდოს წასვლის შემდეგ "იუვეს" პირველი მატჩი იყო. გუნდში დაბრუნებული მწვრთნელის, მასიმილიანო ალეგრის ხელმძღვანელობით "ბებერმა ქალბატონმა" პირველ ტურში "უდინეზეს" ვერ სძლია (2:2), ახლა დამარცხდა და 12 სექტემბერს "ნაპოლისთან" მძიმე გასვლა ელის.