38 წლის ფრანგი ნახევარმცველი ფრანკ რიბერი "სალერნიტანაში" გადავიდა.
კლუბი არ ავრცელებს ინფორმაციას, თუ რამდენწლიანი კონტრაქტი გაუფორმა ფეხბურთელს.
რიბერი 2007-19 წლებში "ბაიერნში" თამაშობდა და მიუნხენური კლუბი მას კლუბის სტრუქტურაში სთავაზობს სამსახურს.
ის გასულ სეზონში "ფიორენტინაში" ასპარეზობდა და ამბობს, რომ 40 წლამდე არ აპირებს კარიერის დასრულებას.