"ნაპოლიმ" "იუვენტუსს" თამაში შემოუტრიალა - "იუვე" მეთექვსმეტე ადგილზეა

AutoSharing Option
სერია A-ს მესამე ტურში "ნაპოლიმ" საკუთარ მოედანზე "იუვენტუსი" 2:1 დაამარცხა.

მეათე წუთზე სტუმრები ალვარო მორატამ დააწინაურა, 57-ე წუთზე მატეო პოლიტანომ ანგარიში გაათანაბრა, ხოლო 86-ეზე კალიდუ კულიბალიმ გამარჯვების გოლი გაიტანა.

"ნაპოლიმ" ჩემპიონატის სტარტზე სამივე მატჩი მოიგო და 20 სექტემბერს გასვლაზე "უდინეზეს" დაუპირისპირდება.

"იუვეს" ჯერ გამარჯვება არ მოუპოვებია, 1 ქულით მე-16 ადგილზეა და 19 სექტემბერს "მილანს" უმასპინძლებს. ეს უკანასკნელი 52 წლის განმავლობაში ტურინული გუნდის ყველაზე უარესი სტარტია.

მკითხველის კომენტარები / 1 /
ერთსა და იმავე მდინარეში ორჯერ არ უნდა შეხვიდეო ეს არავინ უთხრა ალეგრის?Dდდ
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული