სერია A-ს მეოთხე ტურში "ნაპოლიმ" სტუმრად "უდინეზე" 4:0 დაამარცხა.
გოლები ოსიმჰენმა, რაჰმანიმ, კულიბალიმ და ლოსანომ გაიტანეს.
სპალეტის გაწვრთნილმა გუნდმა ჩემპიონატის სტარტზე ოთხივე მატჩი საერთო ანგარიშით 10:2 მოიგო, ერთპიროვნული ლიდერია, მე-18 ადგილზე მყოფი "იუვენტუსი" 10 ქულით ჩამოიტოვა და 23 სექტემბერს გენუაში "სამპდორიას" შეხვდება.