"იუვემ" პირველი 3 ქულა ბრძოლაში მოიპოვა - ქამბექი ტურინელების შესრულებით [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
იტალიის სერია A-ს მე-5 ტურში "სპეციამ" "იუვენტუსს" უმასპინძლა. შეხვედრა სტუმართა გამარჯვებით, 3:2 დასრულდა.

პირველ ტაიმში გულშემატკივარმა 2 გოლი იხილა. 28-ე წუთზე ანგარიში "ბებერი ქალბატონის" შემტევმა მოისე კინმა გახსნა, 33-ე წუთზე კი ემანუელ გიასმა წონასწორობა აღადგინა.

მეორე ტაიმის დებიუტშივე, 49-ე წუთზე, "სპეცია" იანის ანტისტემ დააწინაურა, თუმცა შემდეგ "იუვენტუსი" კიდევ უფრო გააქტიურდა და 66-ე და 72-ე წუთებზე მასპინძელთა კარი ორჯერ აიღო და სეზონში პირველი გამარჯვებაც ჩაიწერა, თავი ფედერიკო კიეზამ და მატის დე ლიხტმა გამოიჩინეს.

ამრიგად, 5 ტურის შემდეგ ამდენივე ქულით "ბიანკონერი" მე-13
ადგილს იკავებს, "სპეციას" 4 ქულა აქვს და მე-17 ადგილზე იმყოფება.

"შავ-თეთრები" მომდევნო შეხვედრას 26 სექტემბერს, "სამპდორიას" წინააღმდეგ გამართავენ, "სპეცია" "მილანს" უმასპინძლებს.



მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული