ტურინის "იუვენტუსის" მცველმა ლეონარდო ბონუჩიმ კრიშტიანო რონალდოს წასვლის შემდეგ გუნდში არსებულ სიტუაციაზე ისაუბრა. შეგახსენებთ, პორტუგალიელმა ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს "ბიანკონერი" დატოვა და "მანჩესტერ იუნაიტედში" დაბრუნდა.
"ადამიანები ფიქრობდნენ, რომ ერთ ფეხბურთელს, განსაკუთრებით, მსოფლიოს საუკეთესოს, "ბებერი ქალბატონისთვის" წარმატების მოტანა შეეძლო. თავისუფლად შემიძლია დავეთანხმო, რადგან კრიშტიანომ ჩვენზე დიდი ზეგავლენა იქონია, მასთან ერთად ვარჯიშიც კი დიდი სიამოვნება იყო, თუმცა სპორტსმენები მიეჩვივნენ იმას, რომ მას მარტო შეეძლო გამარჯვება.
ამიტომ ჩვენ ნელ-ნელა მოვუკელით, თავგანწირვის სურვილი გაგვიქრა. ვამახვილებ ბოლო წლებზე ყურადღებას.
გასულ სეზონში სერია A-ში მე-4 ადგილი
მომზადებულია Sports-ის მიხედვით