იტალიის სერია A-ს მე-7 ტურში "ტორინომ" "იუვენტუსს" უმასპინძლა. შეხვედრა "ბიანკონერის" გამარჯვებით 1:0 დასრულდა.
მატჩის ერთადერთი გოლი მანუელ ლოკატელის ანგარიშზეა, ნახევარმცველმა თავი 86-ე წუთზე გამოიჩინა.
ამრიგად, 7 ტურის თავზე "ბებერ ქალბატონს" 11 ქულა აქვს და მე-8 ადგილზე იმყოფება, "ტორინო" 8 ქულით მე-10 ადგილს იკავებს.
"შავ-თეთრები" მომდევნო შეხვედრას 17 ოქტომბერს "რომას" წინააღმდეგ გამართავენ, "ხარები" იმავე რიცხვში "ნაპოლს" უმასპინძლებენ.