გოლი მატჩის მიწურულს - ლოკატელიმ "იუვეს" მნიშვნელოვანი 3 ქულა მოუტანა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
იტალიის სერია A-ს მე-7 ტურში "ტორინომ" "იუვენტუსს" უმასპინძლა. შეხვედრა "ბიანკონერის" გამარჯვებით 1:0 დასრულდა.

მატჩის ერთადერთი გოლი მანუელ ლოკატელის ანგარიშზეა, ნახევარმცველმა თავი 86-ე წუთზე გამოიჩინა.

ამრიგად, 7 ტურის თავზე "ბებერ ქალბატონს" 11 ქულა აქვს და მე-8 ადგილზე იმყოფება, "ტორინო" 8 ქულით მე-10 ადგილს იკავებს.

"შავ-თეთრები" მომდევნო შეხვედრას 17 ოქტომბერს "რომას" წინააღმდეგ გამართავენ, "ხარები" იმავე რიცხვში "ნაპოლს" უმასპინძლებენ.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული