"მილანმა" ჟირუს გოლით ძლივს მოიგო და ჯერჯერობით ლიდერია

AutoSharing Option
სერია A-ს მე-10 ტურში „მილანმა“ საკუთარ მოედანზე „ტორინო“ 1:0 დაამარცხა.

მატჩი ლამაზი სანახავი არ გამოდგა, მომენტები იშვიათად იქმნებოდა. მე-14 წუთზე მასპინძლები ჟირუმ დააწინაურა. მეორე ტაიმში სტუმრებმა შეუტიეს. ორჯერ მეკარე ტეტერუშანუმ, ერთხელ კი ხარიხამ გადაარჩინა „მილანი“ და შეხვედრა 1:0 დასრულდა.

„მილანი“ ამ მომენტისთვის 28 ქულით ლიდერია, თუმცა „ნაპოლი“ 28 ოქტომბერს „ბოლონიას“ უმასპინძლებს და გამარჯვების შემთხვევაში დაეწევა.

31 ოქტომბერს „როსონერი“ გასვლაზე „რომას“ შეხვდება.

"მილანმა" ჩემპიონატზე 10 პირველი მატჩიდან 9 მოიგო, 1 ფრედ დაასრულა და 67 წლის წინ დამყარებული საკლუბო რეკორდი გაიმეორა.

altორი

გაძევება, იბრაჰიმოვიჩის ავტოგოლი და გოლი
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული