ტურინის "იუვენტუსის" ნახევარმცველი ადრიენ რაბიო, დიდი ალბათობით, "ბიანკონერის" იანვარში დატოვებს.
26 წლის ფრანგის სატრანსფერო ღირებულება 15 მილიონი ევრო გახლავთ, მისი სამსახურით კი "ნიუკასლი" ინტერესდება.
შეგახსენებთ, გარკვეული პერიოდის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ რაბიოს გაყიდვა პოგბას დაბრუნების მიზეზით ხდება, რომელიც "მანჩესტერ იუნაიტედს", დიდი ალბათობით, სეზონის ბოლოს ან ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს დატოვებს...
როგორც ჩანს, "ნიუკასლის" პირველი შეძენილი ვარსკვლავი ადრიენი იქნება.
მომზადებულია Sports-ის მიხედვით