"ინტერმა" "რომას" კუთხურიდან გაუტანა - მოურინიო ისევ ბრაზობს

AutoSharing Option
იტალიის სერია A-ს მე-16 ტურში "რომა" საკუთარ მოედანზე "ინტერთან" დიდი ანგარიშით, 0:3 დამარცხდა. სიმონე ინძაგის მილანელები მართლაც მშვენიერ ფორმაში არიან, ჟოზე მოურინიოს "რომა" კი კრიზისშია.

შეხვედრის მე-15 წუთზე ჰაკან ჩალჰანოღლუმ რომაელთა კარი პირდაპირ კუთხურიდან აიღო. მალევე, თურქმა ნახევარმცველმა ედინ ჯეკოს გაატანინა. ტაიმის ბოლოს, 39-ე წუთზე სხვაობა კატასტროფული გახდა - ნიდერლანდელმა დუმფრისმა ბასტონის პასი გოლად აქცია.

მოურინიოს გუნდს არაფერი გამოსდიოდა - კარში მხოლოდ ერთხელ დაარტყა და ჩემპიონატში ზედიზედ მეორედ დამარაცხდა. მატჩის შემდეგ, გაბრაზებულმა პორტუალიელმა სპეციალისტმა ტრადიციულად, ჟურნალისტებთან იკამათა.

"რომა" ჯერჯერობით, 25
ქულით მე-5 ადგილს იკავებს, თუმცა, მიმდინარე ტურში, მისი გადასწრების შანსი 3 გუნდს - "იუვენტუსსს", "ფიორენტინას", და "ბოლონიას" აქვთ. აღსანიშნავია, რომ უკანასკნელი ორი ერთმანეთს დაუპირისპირდება. მომდევნო ტურში, რომაელები "სპეციას" ესტუმრებიან, მანამდე კი კონფერენს ლიგაზე - სოფიის ცსკას.

რაც შეეხება "ინტერს" - სიმონე ინძაგის გუნდი ლიდერ, თანაქალაქლ "მილანს" 1 ქულით ჩამორჩება. "ნერიაძური" 8 დეკემბერს ჩემპიონთა ლიგაზე მადრიდის "რეალს" სტუმრობს, შემდეგ კი "კალიარისთან" საშინაო დაპირისპირება ელის.

alt8 გოლი, 3 წითელი ბარათი და ნამდვილი დრამა "სტადიო ოლიმპიკოზე" [VIDEO]

alt"იბრას" მშვენიერი გოლი და "სასუოლოს" ბოლო წუთების დრამა [VIDEO]


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული