"სამპდორიას" პრეზიდენტი მასიმო ფერერო ფინანსურმა პოლიციამ თაღლითობისთვის დააპატიმრა, - იტყობინება "ლა გაძეტა დელო სპორტი".
ფერერო ფინანსურ დანაშაულებშია ეჭვმიტანილი, რომლებიც კლუბს არ უკავშირდება. პოლიცია ოთხი წლის წინ ოთხი კომპანიის გაბანკროტების საქმით დაინტერესდა, რომლებიც ტურიზმით, სასტუმროს ბიზნესითა და კინემატოგრაფიით იყვნენ დაკავებულნი.
ფერერო დააპატიმრეს, ხოლო კიდევ ხუთ ადამიანს დროებითი შინაპატიმრობა მიუსაჯეს. მათ შორისაა ფერეროს ქალიშვილი ვანესა, რომელიც 740 ათასი ევროს მითვისებაშია ეჭვმიტანილი.
გენუურმა კლუბმა გვაუწყა, რომ ფერერო კლუბის პრეზიდენტის თანამდებობიდან გადაყენებულია.